პრემიერი: ანაკლიის პორტთან ამერიკული კომპანიის თანამშრომლობა ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ანაკლიის პორტზე ამერიკული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკული კომპანია განახორციელებს ინვესტიციას ანაკლიის პორტში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში.
„კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანია SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აღნიშნული თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები