გიორგი კვირიკაშვილი: აშშ-ს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველ-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. უპრეცედენტო იყო პრეზიდენტ ტრამპის, პირადად თქვენი ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ახალი ადმინისტრაციის და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ დიდ გამოწვევებზე, რომლებიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვნელოვანია რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისევე როგორც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები