თენგიზ ფხალაძე: პრეზიდენტს ექნება მიმართვა, სადაც ის საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრებს

„მოგეხსენებათ, რომ თავისთავად „ღირსეული პარტნიორი“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ჩვენი ნატო-სთან თავსებადობის ასამაღლებლად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრებს რომელიც შექმნილია საქართველოს ირგვლივ.
„მოგეხსენებათ, რომ თავისთავად ეს წვრთნები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ჩვენი ნატო-სთან თავსებადობის ასამაღლებლად. პრეზიდენტს ექნება მიმართვა შეიარაღებული კონტინგენტისათვის, სადაც ის ბუნებრივია ხაზს გაუსვამს, როგორც ჩვენს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრებს და წარმოადგენს მის ხედვას საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოს ირგვლივ“,- განაცხადა ფხალაძემ.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს მანამდე ექნება კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, სადაც განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები