დავით ბაქრაძე: მაიკ პენსმა მტკიცე მხარდაჭერის გზავნილი ჩამოიტანა აშშ-ს პრეზიდენტისგან

„მტკიცე მხარდაჭერის გზავნილი ჩამოიტანა აშშ-ს პრეზიდენტისგან მაიკ პენსმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ აშშ-ი დგას საქართველოს გვერდით და განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის იმ პერსპექტივებზე, რაც ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
„მტკიცე მხარდაჭერის გზავნილი ჩამოიტანა აშშ-ს პრეზიდენტისგან მაიკ პენსმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ის უთვლის, რომ აშშ-ი დგას საქართველოს გვერდით და განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ვიწყებთ სამუშაო შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და იმ პერსპექტივებს, რაც ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები