აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მაიკ პენსს და მის მეუღლეს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლესა და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები