თეა წულუკიანი: თუ სააკაშვილი აშშ-ში დაიდებს ბინას, ხელისუფლებას ამ ქვეყანასთან სამართლებრივი კონსულტაცია ექნება

„იმისდა მიხედვით, თუ სად აირჩევს მიხეილ სააკაშვილი მუდმივ სამყოფელს, საქართველოს სამართლებრივი ნაბიჯები ექნება გადასადგმელი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო იგივე სამართლებრივ მექნიზმს აამოქმედებს უკრაინაშიც, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავა.
„თუ იქნება უკრაინა, სადაც ის ამბობს, რომ დაბრუნდება, ამ მხრივ, პრინციპში პროცედურები ამოწურული გვაქვს. ყველა ის მტკიცებულება, რაც ხელთ გვქონდა, ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში არის გადაგზავნილი. ასე რომ, თუ უკრაინაში გაჩნდა პოლიტიკური ნება საქართველოსთან, ამ საქმესთან თანამშრომლობით, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ბრალდებულის გადმოცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუკი ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება ამ ქვეყნებთან სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის, მოლაპარაკებები და შეთანხმებები გადმოცემის შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები