გიორგი აბაშიშვილი: მაიკ პენსის ვიზიტი ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

მაიკ პენსის ვიზიტი მთლიანობაში, ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს და ოკუპანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ქმედებები და პოლიტიკა, რომელსაც რუსები სუვერენული ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ, მათ არასოდეს არ შერჩებათ.
„იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, ეს არის მესიჯი ოკუპანტებისთვის, რომ ის ქმედებები და პოლიტიკა, რომელსაც ისინი სუვერენული ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ, მათ არასოდეს არ შერჩებათ.
სწორედ ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი „ღირსეული პარტნიორი – 2017“-ის ფარგლებში, ქართველ და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავენ, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობას გაესმევა, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ეს ვიზიტი მთლიანობაში, ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები