მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს და ამერიკას მომავალში ამბიციური გეგმები აქვთ, რათა პარტნიორობა უფრო გავაღრმავოთ

„ამერიკასთან ორმხრივ ურთიერთობებში 2017 წელი გარკვეულ ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს. ჩვენ ერთად მრავალ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა სამომავლოდ, გაცილებით ამბიციური გეგმები გვაქვს, რათა ყველა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკასთან ეკონომიკური მიმართულებით პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ამ მხრივ არსებული პოტენციალი სრულად იქნეს გამოყენებული.
„მისასალმებელია, რომ ამერიკული კომპანიების დაინტერესება საქართველოთი და მიმდინარე რეგიონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტებით იზრდება. ამერიკა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. ამერიკასთან ორმხრივ ურთიერთობებში 2017 წელი გარკვეულ ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს, რადგან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელია. ჩვენ ერთად მრავალ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა სამომავლოდ, გაცილებით ამბიციური გეგმები გვაქვს, რათა ყველა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და კონკრეტული ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ. საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას მსჯელობა სწორედ შემდეგი ეტაპისა და მომავალი ერთობლივი ნაბიჯების შესახებ იქნება“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები