„ლაზიკა-კაპიტალის“ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დღემდე შეფერხებულია”

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს “ლაზიკა-კაპიტალთან” დაკავშირებით, ყველა სამართლებრივი ნორმები შენარჩუნდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
​მისივე თქმით, „ლაზიკა-კაპიტალს მიადგა ფინანსური ზიანი, ხოლო საგამოძიებო უწყებების მხრიდან პასუხის გასაცემად არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ხორციელდება.
კაიკაციშვილი თვლის, რომ პროკურატურის განმარტებები არ არის საკმარისი მოვლენების დაძვრისთვის. კაიკაციშვილი იმ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც კომპანიის საქმეს იძიებს უნდობლობას უცხადებს.
„ლაზიკა-კაპიტალის“ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დღემდე შეფერხებულია. ჩვენს მიერ ჩატარდა კვლევა, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ „ლაზიკა-კაპიტალს“ მიადგა სერიოზული ფინანსური ზიანი. დღემდე ყველა კითხვა პასუხგაუცემელია, შესაბამისად მას შემდეგ, რაც კვლევა გამოქვეყნდა მოვლენები დრამატულად განვითარდა. საქმეს იძიებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა, პროკურორი ლაშა ყოლბაია და ზედამხედველი პროკურორი მირანდა წერეთელი, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნულ საქმეში და მხარეს მათ მიმართ ჰქონდა უნდობლობა, საქმე კვლავ დაბრუნდა მათ ხელში, რაც არღვევს საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების პრინციპებს. ჩვენ საგამოძიებო უწყებას წერილობით უკვე მივმართეთ და მოვითხოვეთ დასაბუთება, თუ რატომ დაბრუნდა საქმე იგივე გამომძიებლების ხელში, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.“-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ მხარისთვის ასევე ცნობილი არაა რა პრინციპით ხდება მოწმეების დაკითხვა. მისივე ინფორმაციით პროკურატურიდან არ არის კონკრეტული პასუხი თუ ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ, როგორც კაიკაციშვილი განმარტავს, კომპანიის მხრიდან ძიების სრულყოფილად წარმართვისთვის ყველა დოკუმენტია წარდგენილი. „თუკი საგამოძიებო ორგანო ყველა მტკიცებულებას ფლობს, რატომ არ ხდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, რაც უკვე პროკურატურის პასუხისმგებლობაა, რადგან „ლაზიკა-კაპიტალის“ საქმე ეს არის ე.წ. „ყალბი სესხების“ საქმე, შესაბამისად, ყველა გარემოება წარდგენილი და ცნობილია საგამოძიებო უწყებისთვის. „-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები