თეა წულუკიანი: რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა ეძლევათ

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, აქვს გაასწოროს თავისი საბუთი იმისთვის, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეგისტრაციიდან 90 ათასი პირია მოხსნილი და პრობლემის გასწორების შესაძლებლობა 15 სექტემბრამდე ექნებათ, თუ ისინი იუსტიციის სახლებს მიმართავენ.
„არსებობს ძალიან დიდი პრობლემა – ეს არის რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ იმ პირებს, რომელთა რიცხვიც არის რამდენიმე ათეული ათასი, რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს თავისი საბუთი იმისთვის, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. 15 სექტემბრამდე რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გარდა ამისა, თებერვლიდან ოქტომბრის ბოლომდე იუსტიციის სამინისტრო უფასო პირადობის მოწმობების აქციას მართავს და პირადობის მოწმობის არმქონე ყველა პირს, ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება უფასოდ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები