გიორგი მარგველაშვილი – ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების და დემოკრატიის დროშა

ერთობლივ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია. მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენს ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი “ღირსეული პარტნიორია”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ გახსნასზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა. მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს, რომ ჩვენი საზოგადოებები იყოს დაცული, რომ ჩვენი საზღვრები იყოს შეულახავი, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სიმშვიდეში. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ სამსახურისთვის. მადლობას გეუბნებით და მადლობას გეუბნებათ თითოეული მოქალაქე თქვენი ქვეყნებისა. დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას შეიძენთ და ბევრი აქედან წავა მეგობრად ერთმანეთისა, პირად მეგობრებად, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა, ბუნებრივია, ვითარდება და იწყება პირველი, ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით. გისურვებთ წარმატებულ სწავლებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საქართველოში მესამედ იმართება, ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები