იან კელი: ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი – აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მიმართ სოლიდარობის გამოხატვა სურს.
” ვიცე-პრეზიდენტს სურს გამოხატოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ, რომელიც ცდილობს მოქნილი სახელმწიფოს მშენებლობას, თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები