ლევან იზორია: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობის განსაკუთრებული დინამიკა გვაქვს

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა. მისი თქმით, აშშ-ისა და საქართველოს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული დინამიკა არსებობს.
”ბატონ პენსის ვიზიტი უდიდესი მხარდაჭერაა საქართველოსთვის. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განსაკუთრებული დინამიკა გვაქვს. უმოკლეს დროში შედგა უმაღლესი დონის შეხვედრა, ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის.
ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში ჩვენ ვმასპინძლობთ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეიზდენტის ვიზიტი მკაფიო გამოხატულება და მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ამ განვითარების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები