მიხეილ ჯანელიძე: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ხვალინდელ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის ესტონეთი და მონტენეგრო.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობის ძალიან მაღალ დონეს.
”ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ადრეულ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანი გზავნილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობის ძალიან მაღალ დონეს და რომ საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას შორის კარგი ურთიერთგაგებაა ჩამოყალიბებული. ეს გამოხატულია არა მხოლოდ ამ ვიზტით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე პრეიზდენტი მაიკ პენსი ოფიციალური ვიზიტით ხვალ საქართველოში ჩამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები