მიხეილ ჯანელიძე: დასახელება – ”ღირსეული პარტნიორი” ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ღირსეული პარტნიორები ვართ საერთაშორისო მასშტაბით

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს სწავლება საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას ემსახურება.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წვრთნები, ასევე, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მის ღირსეულ დამკვიდრებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
”დასახელება ”ღირსეული პარტნიორი” ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ღირსეული პარტნიორები ვართ საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ეს არის ჩვენი ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების დამსახურება. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა. ტექნიკით წარმოდგენილია როგორც აშშ, ასევე წელს პირველად ტექნიკა წარმოადგინა გერმანიამ, რაც ხაზს უსვამს ამ ღონისძიების მასშტაბურობას. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ჩვენი მიზანია, ვიყოთ დაცულები ქვეყნის შიგნით, ასევე მეტად თავსებადი ჩვენს პარტნიორებთან, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შევიტანოთ კიდევ უფრო დიდი წვლილი. ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. საქართველო ამაღლებს თავდაცვისუნარიანობას და ამით ვახდენთ კიდევ უფრო მეტ კონტრიბუციას და თავსებადობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები