ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ხვალ, ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„ხვალ, 11:00-დან 14:00 საათამდე, ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის და ფერიცვალების ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.