ბერშუეთიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსი სამხედროების მიერ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე, ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის, 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ უკვე დატოვეს ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი. ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი რუსმა სამხედროებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
ცნობისთვის, ბერიანიძე და ტურაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთის სამების ეკლესიის სიახლოვეს დააკავეს. ეკლესია ე.წ. საზღვრიდან 200 მეტრამდე მდებარეობს, მიუხედავად ამისა, იქ მისვლა ადგილობრივებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები