ზაზა გაბუნია: გვაქვს რესურსი, თავისუფლად დავძლიოთ ვეტო

“ჩვენთვის მთავრია, იმ მოსაზრებებს გავეცნოთ, რაც პრეზიდენტს აქვს შენიშვნებში”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნია თვლის, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სიახლე არაფერია და დამოკიდებულება ორი კოდექსის მიმართ ძალაში დარჩება.რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, გაბუნია მის დაძლევას სირთულედ არ თვლის.
„ჩვენ გვაქვს რესურსი, თავისუფლად დავძლიოთ ვეტო, მაგრამ ჩვენთვის ეს არაა მთავრი. ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება პრეზიდენტის შენიშვნებში ისეთი, რაც გვაიძულებს, რაიმე შევცვალოთ. არის შინაარსიანი მოსაზრებებიც, თუმცა მიგვაჩნია, რომ არაფერ ახალს არ ამბობს პრეზიდენტი. ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ვთვლი, რომ პოზიტიურია“, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები