ჯაბა სამუშია: თემქაზე 2018 წლს გრანდიოზული პროექტები განხორციელდება

“დაგეგმილია მთლიანად თემქის განახლება”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშია, რომელიც ამ ეტაპზე თემქის მაჟორიტარია, იმ დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს, რომელიც თემქის სრული რეაბილიტაციისთვის არის გათვლილი.
„სამი დიდი უბანი იქნება თემქაზე, ავშნის ქუჩის, მონადირის ქუჩის და მუშის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, საბავშვო ბაღი დასრულდა თემქაზე და მეორეს ვიწყებთ ახლა. თემქაზე წელს გრანდიოზული პროექტები განხორციელდება. შენდება თანამედროვე სპორტული კომპლექსი, რომლის მსგავსიც ჯერ არ განხორციელებულა, დაგეგმილია შიდა გზების სრული მოწესრიგება და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის. ეს არის მთლიანად თემქის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, რადგან რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თემქაზე საბჭოთა პერიოდშიც არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, ამიტომ ჩემი პირადი სურვილიც იყო ამ საკითხების მოსაგვარებლად, ბიუჯეტში გარკვეული თანხები ყოფილიყო მობილიზებული“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები