ოთო კახიძე მშვიდობიან აქციაზე იარაღით მივიდა – “ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა”

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთო კახიძემ აღმაშენებელზე გამართულ მსვლელობაზე ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა, თუმცა დეპუტატი აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა.
როგორც კახიძე განმარტავს, მას შეცდომა მოუვიდა, ის ამბობს, რომ იარაღს თავდაცვის მიზნით ატარებს.
„ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა, უბრალოდ, ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შეკრების ადგილას. იარაღს თავდაცვის მიზნით ვატარებ და არსებობდა გარკვეული საფრთხე – შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ ადამიანები მოსული, კონტრაქციის მონაწილეები, შესაბამისად, ჩემზე თავდასხმა ზოგადად არ იყო გამორიცხული,“ – განმარტავს ოთარ კახიძე.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის ქმედებას მისი მისამართით მესამე სექტორის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ დეპუტატმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია, რომელიც აქციაზე იარაღის ტარებას კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები