თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, სოფელ დიღომის, დიღმის მასივის III კვარტლის და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და არალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, იუმაშევის, რკინიგზის, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის, ინგოროყვას და ჩაიკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მესხის, ლიხის, ვეძინის, თხინვალის და ჩაბალის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:30 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის და გურიის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, წინამძღვრიშვილის, სურამის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები