ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიღებ თქვენს მოწვევას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შესაძლოა, საქართველოს ესტუმროს.
„ვიღებ თქვენს მოწვევას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით“, – ასე მიმართა ნეთანიაჰუმ ისრაელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.
„პრემიერ-მინისტრო, თქვენი აქ, იერუსალიმში ხილვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. ქართულ-ებრაული ისტორიის 2600 წელი გვაკავშირებს – ასი ათასობით ებრაელი საქართველოდან, ამჟამად აქ ცხოვრობს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მათი დიდი ნაწილი, მათ შორის, აქ დამსწრე პირები, ჩემს გულითად მეგობრად მოვიხსენიო. ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ, ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე, საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები