“იბერია ავტო ცენტრი” განცხადებას ავრცელებს

“იბერია ავტო ცენტრი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფის მხრიდან კომპანიის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.
ბოლო პერიოდში, გარკვეული ადამიანების ჯგუფი, შეგნებულად ავრცელებს პოლიტიკურად მოტივირებულ, ცილისმწამებლურ განცხადებებს “იბერია ავტო ცენტრის” მისამართით.
გვინდა მოგახსენოთ, რომ “იბერია” ბიზნეს ჯგუფი (2004-2010 წლებში “კრეს ავტო ჰაუსი”, ხოლო 2010 წლიდან დღემდე “იბერია ავტო ცენტრის” საშუალებით) სახელმწიფო უწყებებთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი კომპანია მონაწილეობას იღებს კონკურენტუნარიან ტენდერებში, სადაც შკოდას მარკის ავტომობილების გამარჯვების ძირითადი მიზეზი არის შეთავაზებული ავტომობილების და სერვისის ფასი, ხარისხი და მომსახურება. გვინდა ასევე მოგახსენოთ, რომ ბნ. ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე, კომპანიის რეალიზაციები შსს-სთან მიმართებაში იყო გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე მას შემდეგ რაც მან დაიკავა ეს თანამდებობა. თუმცაღა, კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ ეს ფაქტი მის ამჟამინდელ პოზიციასთან ურთიერთკავშირშია.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, თუ ცილისმწამებლური განცხადებები ჩვენი კომპანიის მისამართით კიდევ გაგრძელდება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ვეძებოთ სამართლებრივად ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები და მივმართოთ სასამართლოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები