ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განიხილა
დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრაზე დონორ ორგანიზაციებს 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები წარუდგინა. სამუშაო შეხვედრის მიზანია მოხდეს კომიტეტისა და დონორი ორგანიზაციების სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული თემების წინასწარი გასაზღვრა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა.
„მინდა ხაზი გავუსვა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში UNDP-სა და ევროკავშირის როლს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხედვები, მათი ექსპერტული დახმარება”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
გაეროს განვითარების პროგრამის – „ადამიანის უფლებები ყველასთვის”- პროექტის კოორდინატორის, რუსუდან ტუშურის შეფასებით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, დიდი წარმატებაა მიღწეული საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად ადამიანის უფლებების მიმართულებით.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კომიტეტის ამოცანაა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა და მის განხორციელებაზე ზედამხედველობა. კომიტეტის ხედვა კი გათვლილია პრიორიტეტებზე, რომლებზეც ყურადღება გამახვილდება კომიტეტის საქმიანობის განმავლობაში.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, კომიტეტი განახორციელებს კანონშემოქმედებით, საზედამხედველო საქმიანობას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და კომუნიკაციას, ასევე, მოაგვარებს შიდაორგანიზაციულ საკითხებს და მოახდენს კომიტეტის ინტერნაციონალიზაციას.
სოფო კილაძემ თითოეული პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრაში მონაწილეებს.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა, დეპუტატებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია 1 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები