საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს და გმობს დაჯგუფება „თალიბანის” მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა”, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებისა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას, მიმართულს ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და იმედოვნებს, რომ ავღანელი ხალხი შეძლებს გამოწვევების დაძლევას სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები