გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, „ჯიპას“, სადაც თავად 12 წელი მუშაობდა, 282 ათასი ლარი გადაურიცხა

გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, „ჯიპას“, სადაც თავად 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, 282 ათასი ლარი გადაურიცხა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული. ამავე დასკვნის თანახმად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია 7 პროექტი, რომლებიც გიორგი მარგველაშვილმა 2015-2016 წლებში დააფინანსა. მათ შორის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი – 282 ათასი ლარი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ჯიპა) გადაეცა, პროექტისთვის “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ჯიპაში“ 12 წლის განმავლობაში, 2006-დან 2010 წლამდე მუშაობდა და კვლევით დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2010-იდან 2012 წლამდე რექტორის თანამდებობა ეკავა.

„კვირა“ გთავაზობთ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების სიას:

აიპ „პლატფორმა ცვლილებისათვის“ – პროექტი -“ სოფლის ფოტოკლუბი პანკისი“ – 19 ათასი ლარი, აქედან ხელფასის წილი 43%-ს შეადგენს;

აიპ „უსაფრთხო განვითარების ხიდი“ – პროექტი – „გაძლიერდი და შეიცვალე“ – 13.9 ათასი ლარი, ხელფასის წილი 43%-ს შეადგენს;

აიპ კავშირი „საფარი“ – პროექტი – „ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის სტრატეგიის განსაზღვრა“ – 19,9 ათასი ლარი, ხელფასის წილი 71%;

აიპ „აფხაზეთის ვირტუალური არქივი“ – პროექტი – „აფხაზეთის ვირტუალური არქივი“ – 95,1 ათასი ლარი, ხელფასის წილი 59%;

თსუ „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ – პროექტი – „ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობისათვის“ – 58,8 ათასი ლარი, ხელფასის წილი 55%;

აიპ „დემოკრატიის ლაბორატორია“ – პროექტი – „მე და კონსტიტუცია“ -120 ათასი ლარი, ხელფასის წილი 42%;

აიპ „ საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი“ – პროექტი – „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -282,3 ათასი ლარი, ხელფასის წილი 43%.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებისა და ადმინისტრაციის ბიუჯეტის შესწავლა თავად ადმინისტრაციის მოთხოვნით განხორციელდა.

როგორც „კვირას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, პრეზიდენტის ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები