ამირან გამყრელიძე: C ჰეპატიტის განკურნების ეფექტი 98 %-ია

საქართველოში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, C ჰეპატიტის მკურნალობა ადრეულ ეტაპზე, უახლესი პრეპარატებით არის შესაძლებელი.
“კვირეულის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და სკრინინგში ჩართვა. საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტი 150 000-მდე ადამიანს აქვს. უმრავლესობამ, დაახლოებით, 100 000-მა, არ იცის, რადგან ჩუმად განვითარებადი დაავადებაა. ვისაც C ჰეპატიტი აქტიურ ფაზაში ექნება, მკურნალობა უფასოდ, უახლესი პრეპარატებით ჩაუტარდება. განკურნების ეფექტი 98 %-ია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28 ივლისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები