იან კელი: კანონპროექტი გამოხატავს ამერიკის განწყობას მათ მიმართ, ვინც ცდილობს, ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩაერიოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ აშშ-ის კონგრესის საიტზე, ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესის კანონპროექტი არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ დაარღვიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ეს კანონპროექტია, ჯერ უნდა გავიდეს კენჭისყრაზე, ხოლო შემდეგ ხელი უნდა მოეწეროს პრეზიდენტის მიერ.
”ეს არის ძალიან მტკიცე და ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში და დაარღვიოს ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებზეც საუბარი არის, ამ კანონპროექტში გამოირჩევიან იმით, რომ გამუდმებით აქვთ მცდელობა, დაარღვიონ სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებისა და ეს არის მათი საპასუხო ქმედება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა და განვიხილეთ ის საკითხები, რომ აღნიშნულმა არ დააზიანოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესები და პირიქით, ეს მიმართული  მათ დასაცავად”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები