ფინანსთა სამინისტროში ღია კარის დღეები გრძელდება.

საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, დღეს ფინანსთა სამინისტროში მორიგი შეხვედრა ტარდება.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადამხდელების ინფორმირების მიზნით, ღია კარის დღეების გამართვა ეფექტური მექანიზმია. მისივე თქმით, ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელებულია, გადასახადის გადამხდელამდე სწორად იქნება მიტანილი.
უწყების ინფორმაციით, ღია კარის დღეებზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register
შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, კიდევ ორ დღეს – 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე გაიმართება.

sms.dev.fas.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები