სამართალდამცველები 35 წლის მამაკაცს ეძებენ – ალიკა ბელიანცი 12 ივლისს გაუჩინარდა

რუსთავში 35 წლის ალიკა ბელიანცს ეძებენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 12 ივლისს შევიდა.
მათივე თქმით, სამძებრო ღონისძიებები ინფორმაციის შესვლისთანავე დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ალიკა ბელიანცი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ბელიანცი რუსთავში, მერვე მიკრორაიონში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ეზოდან ის დღის სამის ნახევარზე გავიდა, სამი საათიდან კი მასთან სატელეფონო კავშირიც გაწყდა. მათივე თქმით, დაკარგულ მამაკაცს თან არც საფულე და არც ერთი დოკუმენტი არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები