დღეიდან, N140 მარშრუტსაც “MAN”-ის მარკის ავტობუსები მოემსახურებიან

დღეიდან, N140 მარშრუტსაც “MAN”-ის მარკის ავტობუსები მოემსახურებიან. მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 18 ივლისიდან, დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, “MAN”-ის ავტობუსები უკვე 5 მარშრუტზე: N14, 21, 24 88 და N140-ზე გავიდნენ.
უახლოეს ხანებში, “MAN”-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვებაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები