იან კელი მარნეულის რაიონს ესტუმრა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მარნეულის რაიონს ესტუმრა. იან კელი უკვე შეხვდა მარნეულის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
დღესვე, იან კელი მარნეულში USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს და რამდენიმე სოფელს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლებთანაც, ასევე მარნეულის ტელეკომპანიის მონახულება.
“დიდი ხანია მინდა ამ რეგიონში ჩამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეგიონი და ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას. სწორედ ამის მაგალითია ის ინვესტიციები, რომელიც განხორციელდა USAID-ის დახმარებით. ასევე, გავეცით გრანტები ადგილობრივი მედიასაშუალებების განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ რეგიონის წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ ზუსტად ამ რეგიონში სამხრეთ კავკასიის სამი ძირითადი ეროვნების წარმომადგენლები თანაცხოვრობენ”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები