ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას: პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს

“თქვენ თუ გინდათ პარტიებთან საუბარი, შეგიძლიათ, მოიწვიოთ და პარტიების წარმომადგენლებს ესაუბროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როცა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ ადა მარშანიას რუსეთში ვიზიტის დეტალებზე საუბარი შეაწყვეტინა.
ადა მარშანია ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს რუსეთში ვიზიტის და შეხვედრების დეტალებს აცნობდა, რის საპასუხოდაც, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონდებლობით, პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენდა.
“თქვენ თუ გინდათ პარტიებთან საუბარი, შეგიძლიათ მოიწვიოთ და პარტიების წარმომადგენლებს ესაუბროთ. პარტიულ ბრიფინგებს არ უსმენენ ბიუროზე, არამედ საუბრობენ ბრიფინგებზე. კანონდებლობით, პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს, იძულებული ვარ, დავასრულო ბიუროს სხდომა”, – მიმართა კობახიძემ ადა მარშანიას, და ბიუროს სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები