დავით ნარმანია: მეტი გააქტიურება და კიდევ უფრო მეტი ახალი იდეების, რეალიზება უკეთესს გახდიდა ქალაქს

“კიდევ უფრო მეტი ახალი იდეების, პროექტების რეალიზება ნამდვილად უკეთესს გახდიდა ქალაქს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით ნარმანიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, კახა კალაძის სლოგანი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, დადებითად შეაფასა.
„სლოგანი ძალიან მომეწონა. ქალაქში ბევრი რამ კეთდება და სიცოცხლე ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გააქტიურება ქალაქის და კიდევ უფრო მეტი ახალი იდეების, პროექტების რეალიზება ნამდვილად უკეთესს გახდიდა ქალაქს“,- განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები