მამიდაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის მამა: თუ გინდათ, მოკალით, მე აღარ მაინტერესებს ჩემი შვილიო

“მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. რობერტს ყველა კარგად ახასიათებს და ცოტა უცნაურია, რომ ეს დანაშაული ჩაედინა. პროკურატურა ამბობს, სექსუალური ძალადობა და ძალადობის მცდელობა არ ყოფილაო, ეს გამორიცხეთ…”, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი ოლღა გეჯაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სასტიკი დანაშაული მოხდა – 19 წლის ანა ხელაძე დეიდის ბინის საძინებელში ყელგამოჭრილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდება ანას ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაიას წაუყენეს. ის ფოთში დააკავეს.
როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ამბობს, მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თბილისიდან ფოთში ჩასულა. როგორც ირკვევა, მომხდარის შესახებ მან ძმას უამბო. ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ რობერტ ახალაიას მამამ, როდესაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია შეიტყო, პოლიციაში დარეკა და ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, მამას სამართალდამცავებისთვის უთქვამს, „თუ გინდათ მოკალითო“ ….
“რობერტის მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ორი ვაჟი ჰყავს. პატარები იყვნენ, მშობლები რომ დაშორდნენ. ბავშვები დედამ რუსეთში წაიყვანა, მაგრამ მამამისმა უკან ჩამოიყვანა და აქ გაიზარდნენ. მამიდები ძმისშვილებს თავს ევლებოდნენ, მამამისმა მეორე ცოლი შეირთო და ყველა ერთად ცხოვრობდა. რობერტი სკოლაშიც გამორჩეული იყო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ერთ მამიდას თბილისში დაგირავებული აქვს ბინა და რობერტმა სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში წაიყვანა. ანაც თავისთან ჰყავდა. ანას და რობერტს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა ანა მოეკლა?! რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურე და მერე რა გავაკეთე, არ ვიციო. მისთვის რაიმე ფსიქიკური პრობლემა არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია. ფოთში რომ ჩამოვიდა, სხვა ნომრიდან დაურეკავს ძმისთვის, კაცი შემომაკვდა, ზღვაზე ვარ და მნახეო. როგორც ამბობენ, მამამისმა დარეკა პოლიციაში. უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვიჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო. მამამისს უთქვამს პოლიციისთვის, თუ გინდათ, მოკალით, მე აღარ მაინტერესებს ჩემი შვილიო“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები