“ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და ,,საარჩევნო კოდექსზე” პრეზიდენტის ვეტოების შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვეტოების ასე ხშირი გამოყენებით,  მის მნიშვნელობას აუფასურებს.
,,ვეტო არ არის არც განსჯის, არც დაფიქრების, არც გამოწვევების პოლიტიკური იარაღი. ვეტო არის ის სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს იშვიათ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რაიმე ისეთი გადაწყვეტილება ხდება, რომელიც მართლაც იწვევს ასეთი უკიდურესი შემაკავებელი მექანიზმის გამოყენების საჭიროებას. ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები