ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს
ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ. მათი განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულის გასათავისუფლებლად, მიმდინარეობს მუშაობა.