ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ვეჯინის გამგებელი ამ დრომდე საავადმყოფოშია

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ამ დრომდე გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული.
კუკური ჯამატაშვილის დაჭრის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გურჯაანის გამგებლის მოადგილემ, სიმონ ქოჩორაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, კუკური ჯამატაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, კუკური ჯამატაშვილს გადაჭრილი თოფიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა ვარდისუბანში გუშინ მოხდა. როგორც „კვირასთავის“ გახდა ცნობილი, გამგებელსა და ბრალდებულს შორის ურთიერთშელაპარაკება ვალის გამო მოხდა.
ბრალდებული კუკური ჯამატაშვილს ვალის დაბრუნებას სთხოვდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით გადაჭრილი თოფი ამოიღეს.
ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები