თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
”თელასის” ცნობით, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, ლერმონტოვის, აბო თბილელის, ახოსპირელის, კუფტინის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, საიათნოვას და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს;
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს,
14:00 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს;
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას I შესახვევის, ვერეს II შესახვევის და კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს;
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერენტი გრანელის, არაგვისპირელის, ქვლივიძის, ვერჰანის და კოტე ხიმშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მცხოვრებლებს;
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები