აქცია – “არა რუსულ ფაშიზმს” დასრულდა – ის ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა

აქცია – “არა რუსულ ფაშიზმს” დასრულდა. ის ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.

“ქართველთა მარშის” წევრებმა “ევროპული საქართველოს” ლიდერებს კვერცხები, ასევე, ბლაგვი საგნები ესროლეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.

ერთ-ერთმა აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს გიგა ბოკერიას და მის მეუღლეს თამარ ჩერგოლეიშვილსაც.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი მსუბუქად დაშავდა. მას თავში ბლაგვი საგანი მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილ აქციასა და კონტრაქციასთან დაკავშირებით, დღეს საღამოს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ორივე მხარეს აქციის გაუქმებისკენ მოუწოდა. პატრიარქს “ქართველთა მარშის” ლიდერებიც შეხვდნენ. სწორედ, ამ შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ “ქართველთა მარშის” წევრები ორგანიზებულ კონტრაქციას აღარ ჩაატარებდნენ. თუმცა, მათ აღმაშენებლის გამზირი არ დაუტოვებიათ და პროტესტის ინდივიდუალურ ფორმას მიმართეს.

“ევროპული საქართველო” მიერ დღეს აქციის გამართვის საფუძველი “ქართული მარშის” წევრების მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი მუქარის შემცველი კომენტარები და სტატუსები გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები