“არა რუსულ ფაშიზმს” – აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველოს” აქცია მიმდინარეობს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, “ევროპული საქართველოს” აქცია – “არა რუსულ ფაშიზმს” მიმდინარეობს, სადაც პარტიის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.  აქციიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან “ქართველთა მარშის” წევრებიც. ისინი “ევროპული საქართველოს” აქციის აპროტესტებენ.

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ „ქართველთა მარშის” ორგანიზატორებმა დაგეგმილი აქცია ჩაშლილად გამოაცხადეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მხარდამჭერები აღმაშენებელზე მაინც შეიკრიბნენ.

საპატრიარქოს მოწოდება, რომ თავი შეეკავებინათ გამოსვლისგან, „ევროპული საქართველოს” წევრებმა არ გაითვალისწინეს და აქცია დაანონსებულ დროს დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პატრიარქს “ქართველთა მარშის” წევრები შეხვდნენ. ასევე, გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომლშიც საპატრიარქო “ქართველთა მარშის” წევრებსა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს დღეს დაგეგმილი აქციების გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

“ევროპული საქართველო” მიერ აქციის გამართვის საფუძველი “ქართული მარშის” წევრების მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი მუქარის შემცველი კომენტარები და სტატუსები გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები