გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე – ქნესეთის ოპოზიციის ლიდერთან ისააკ ჰერცოგთან.
პრემიერი აგრეთვე შეხვედრებს გამართავს პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-თან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ასევე – ეწვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები