სანდრო ბრეგაძე: ჩვენს მომხრეებთან დავიწყე დარეკვა, რომ აქციაზე აღარ მოვიდნენ

„ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე თვლის, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ საპატრიარქოს რჩევა და აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციაზე უარი თქვან.
შესაბამისი კომენტარი ბრეგაძემ „კვირასთან“ საუბარში გააკეთა.
ბრეგაძე აცხადებს, რომ მან უკვე დაურეკა „ქართველთა მარშის“ მომხრეებს, რათა დაგეგმილ აქციაზე აღარ მივიდნენ.
„შემიძლია მოგახსენოთ ჩემი პირადი მოსაზრება, მე ვარ მართლმადიდებლური მრევლის წარმომადგენელი, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა ჩემთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობთ რომ ჩვენ მისი კურთხევა უნდა ავასრულოთ, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის ჯალათებს: ბოკერიას, გივი თარგამაძეს და სხვებს, ისინი ანტიქრისტეს წარმომადგენლები არიან სატანის მოციქულები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პატრიარქის ლოცვა-კურთხევას არ შეასრულებენ. მე პირადად დავიწყე ჩვენს მომხრეებთან დარეკვა, რომ აღარ მოვიდნენ აქციაზე“ -განუცხადა „კვირას“ სანდრო ბრეგაძემ.
რაც შეხება „ქართველთა მარშის“ სხვა წევრების პოზიციას, ბრეგაძის თქმით, მათი პოზიცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, პარტია „ევროპული საქართველო“ აღმაშენებლის გამზირზე დაანონსებულ აქციას მაინც ჩაატარებს.
საპატრიარქო “ევროპულ საქართველოს” და „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვისგან თავის შეკავებას ურჩევს.
შესაბამისი განცხადება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები