ოკუპანტებმა ე.წ. საზღვართან თხრილი გაავლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვართან თხრილი გაავლეს.
აღნიშნულს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მათი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საკითხი ერგნეთის მომავალ შეხვედრაზე განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები