დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს გააცნობს

დღეს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების, „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე დიპლომატებს, საქართველოს საპატიო კონსულებს საზღვარგარეთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებს გააცნობს.
„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია წელს პირველად იმართება.
კონფერენცია საწარმო „ჯეოკეპში“ გაიხსნება და იგი პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საკითხებს დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები