ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე გარე განათების სამუშაოები დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებებს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს: გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების განთავსებას, ასევე, ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას.
ამჟამად, ქუთაისი-სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთის განათების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. გარე განათების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. განათების სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აფინანსებს, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ჯავა“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები