დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონის, გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, რობაქიძის გამზირის, დიდუბის I შესახვევის, ქსნის, დავით ბაქრძის, აგლაძის, დგებუაძის, მარჯანიშვილის, უზნაძის, კარალეთის, ცაბაძის და მაიაკოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, მაჭავარიანის და იასამნის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის, სართანიას, კამალოვის, კალიუჟინის, ვასილ თამარაშვილის, ჟღენტის, ზედაუბნის, კოდალას, კაჭრეთის, მაღაროს, თიგიშვილის, ზაქარაიას, ინწკირველის და ენისელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ანალოგიური მიზეზით, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებნა ვაკის რაიონს. კერძოდ, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის, ნაკადულის და ქინძმრაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სოფელ დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, სადგურ ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი II დასახლების , ნავთლუღი II დასახლების IV, V, VI ქუჩების, ჭიჭინაძის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით, შეზღუდვა გავრცელდება გლდანის რაიონშიც, სადაც 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები