2 წლის ბავშვი საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა – ჯანდაცვის სამინისტრო “თერჯოლამედში” პაციენტის საქმის შესწავლას იწყებს

კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის პაციენტის საქმის შესწავლას, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რეგულირების სააგენტოს კომისია დღეს დილიდანვე იწყებს. ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან აცნობეს.
ცნობისათვის, გუშინ გვიან ღამით, 2 წლის ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაუზიანდა. პატარა კლინიკა „თერჯოლამედში“ მოათავსეს. გახდა საჭირო ოპერაციის ჩატარება, თუმცა 2 წლის ბავშვი კლინიკაში ოპერაციის შედეგად დაიღუპა.
მშობლები მომხდარში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.
„ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ, ვინც გაუკეთა ნარკოზი, ზედმეტი დოზით. დაგვღუპეს, დაიმალნენ, კარები ჩაგვიკეტეს. სახლი გაამზადეთ და ბავშვს მიხედეთო. იმდენი პოლიცია იყო, თურმე ბავშვი მომკვდარა“, – განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ, ეკატერინე ბააკაშვილმა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები