პეტრო პოროშენკო: ბათუმში ხელს მოვაწერთ ოდესის ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ეს არის უკრაინას და საქართველოს შორის ისტორიული დოკუმენტი-დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ და ეს არის ნდობის უმაღლესი ფორმა ორი ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ხალხებს შორის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას შორის მტკიცე პარტნიორობაა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. მან ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესსექტორის კუთხით არსებულ თანამშრომლობასა და მის კიდევ უფრო გაღრმავებაზეც ისაუბრა.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როცა დავათვალიერე ოდესაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე წვრთნები შავ ზღვაში, სადაც ამერიკელ, ბრიტანელ, ნორვეგიელ, თურქ, რუმინელ, ბელგიელ ჯარისკაცებთან ერთად, იდგნენ ქართველი ჯარისკაცები, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არის ძალიან მტკიცე, მათ შორის თავდაცვის სფეროში. ჩვენ დღეს განვიხილეთ, როგორ გავაძლიეროთ ეს პარტნიორობა. არის ძალიან ბევრი იდეა, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარისკაცების თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ერთმანეთს  გამოცდილება.
ხვალ, ბათუმის კონფერენციის დროს დეტალურად უნდა განვიხილოთ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ვისაუბრებთ საბორნე მიმოსვლის კიდევ უფრო განვითარებაზე, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. ბათუმში ხელს მოვაწერთ, ოდესის ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები