თბილისში ბუნებრივი აირის საფასური დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაუძვირდა. დღევანდელ სხდომაზე სემეკმა „ყაზტრანსგაზ თბილისს“ 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.
აქამდე მოქმედი ტარიფი დედაქალაქის მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, დღეს კი სემეკმა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი დაადგინა (დღგ-ს ჩათვლით).
ტარიფი ძალაში 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები